დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: მივდივარ ივანიშვილთან დაფუძნებული პარტიიდან იქ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობაა

ძალიან რთული და ძალიან ემოციურია ჩემთვის და ამავდროულად არის ძალიან საპასუხისმგებლო ის, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, ძალიან რთულია, ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, "მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან" იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. 

მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოაბიტაციას არ გადაყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყვეტდა, დარჩებოდა თუ არა მმართველ გუნდში. ეკა ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები