დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გეგიძე: ჩემთან მოწერილ წერილზე არ ვაპირებ მედიაში საუბარს

მე არ ვაპირებ, ჩატში მიღებულ წერილზე კომენტარები ვაკეთო. ჩემთან მოწერილ წერილზე არ ვაპირებ მედიაში საუბარს. წერილი არის ჩვენი პერსონალური ურთიერთობების ერთერთი გამომხატველი კომუნიკაცია, ხო? ჩემს პერსონალურ კომუნკაციებზე ეხლა ხომ არ დავიწყებ [ლაპარაკს]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ ბიძინა გეგიძე ერთერთია უმრავლესობის იმ 17 დეპუტატს შორის, რომელმაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები