დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მირიან წიკლაური ტაბულას ინფორმაციაზე: უმრავლესობის ჩატში მე არ ვარ

ერთხელ უკვე ვთქვი, უმრავლესობის ჩატში მე არ ვარ და... ზოგადად წერილის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა, შინაარსს ზუსტად არ ვიცნობ, იმიტომ, რომ უმრავლესობის ჩატში მე არ ვარ. წერილის მიხედვით არ ვუჭერ ხოლმე მხარს კანონპროექტებს, მე ვუჭერ ხოლმე მხარს კანონპროექტებს ან არ ვუჭერ ჩემი შეგნების, სინდისის და ნამუსის მიხედვით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა. აღსანიშნავია, რომ მირიან წიკლაური ერთერთია უმრავლესობის იმ 17 დეპუტატს შორის, რომელმაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები