ხუნდაძე ტაბულას ინფორმაციაზე: ზოგჯერ არ ვნახულობ ჩატს, ახლა ვნახავ და თუ არის წავიკითხავ

შესაძლოა ჩემთანაც იყო ეს წერილი მოსული, არ ვიცი თუ არსებობს ეს წერილი. მე არ მჭირდება არანაირი წერილი, ვიცი რომ თუ კანონს იღებ ის უნდა იყოს თანხვედრაში კონსტიტუციასთან და არ შეიძლება რომ კანონმდებელმა მიიღოს იმგვარი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და როცა არსებობს პოლიტიკური გუნდი, გუნდის წესები უნდა იქნას გათვალისწინებული. მე ასე მგონია. თუმცა ეს არ კრძალავს იმას, რომ თუ განსხვავებული პოზიცია გაქვს დააფიქსირო ის, თუნდაც კენჭისყრის დროს. ზოგჯერ არის რომ არ ვნახულობ ჩატს, ახლა ვნახავ და თუ არის წავიკითხავ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ტაბულას წყაროს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.

კომენტარები