უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

დოლიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში

ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა კლანს. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროქტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა და დალოცვა. მთავარი მოთხოვნა აქ არის, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ წყვეტდეს უმრავლესობა, რომელიც უკვე არსებობს საბჭოში ანუ უმცირესობასაც მიეცეს რაიმე ძალაუფლება, დღეს ეს ძალაუფლება არ გვაქვს და მურუსიძე-ჩინჩალაძე გითხარით, რომ იუდა ისკარიოტელი რომ მოინდომონ, იმასაც დანიშნავენ

ამბობს იუსტიციის არამოსამართლე წევრ, ანა დოლიძე. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმებია.

კომენტარები