ზვიად კუპრავას დაკავება

უგულავა: კუპრავას პანჩურის გამო ციხე და ივანიშვილის ზონდერებს - ფედერაციის პრეზიდენტობა

ამაზრზენი იყო მოქმედება პოლიციის, გეგონება რაღაც ხრესილის ბრძოლა მოიგეს. შეცვივდნენ ღამე ოფისში და დააკავეს "ძალიან მძიმე დამნაშავე". ეს უსამართლობის ურემი მივა ყველასთან, ვინც ოდნავ მაინც ხმას აიმაღლებს. ყველანაირი ლიმიტი გასდის ამ ხელისუფლებას და მერე, როდესაც აიფარებენ მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ასევე შევახსენო, რომ ყველაზე საზიზღარი ავტორიტარული რეჟიმები მსოფლიოში, თავისი მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას იშველიებენ თავიანთი აბსოლუტურად დაუბალანსებელი, არასწორი და მრუდი გადაწყვეტილებების გასამართლებლად პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თუ პასუხი არის, რომ თქვენ ოდესღაც უსინდისობით, უსინდისობაზე უსინდისობის პასუხი საბოლოო ჯამში ქვესკნელში ჩაიყვანს ამ ქვეყანას და ამაზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილის, რომელსაც ფეხზე კიდია საკუთარი მოქალაქეები. ნახევარი საქართველო კანონგარეშე და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოაცხადა, რომელზეც ვრცელდება პანჩურის გამო ციხე და მის ზონდერებზე ვრცელდება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა, აი, ეს არის დღევანდელი საქართველო

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ენმ-ის წევრის ზვიად კუპრავას დაკავებაზე. კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემას ედავებიან.

კომენტარები