დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

კაპანაძე უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლაზე: ეს არის შიდა კინკლაობა

გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი  დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია. იმიტომ, რომ ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არცერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა ქართულ ოცნებას, არ აპირებს, არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

ეს არის რეალურად შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და რაღაც სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე. ცნობისთვის, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს.

კომენტარები