კაპანაძე: გვენეტაძე პარლამენტში არმოსვლით, კანონს არღვევს, ეს მისი ვალდებულებაა

თუ სებ-ის ეს განცხადება დარჩა ძალაში და პრეზიდენტი არ მოდის პარლამენტში, ეს ნიშნავს, ერთის მხრივ, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის უპატივცემულობას და მეორე - უბრალოდ, კანონის დარღვევას. და კარგი იქნება, თუ ბატონი გვენეტაძე ჯერ კანონში გაერკვევა და მერე გააკეთებს იმის შეფასებას, რატომ მიაჩნია მიუღებლად მოსვლა იმიტომ, რომ ეს არ არის მისი დისკრეცია. მას აქვს ვალდებულება, როცა პარლამენტი დაიბარებს, უნდა მოვიდეს

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 26 თებერვალს პარლამენტში TBC ბანკის ირგვლივ დაგეგმილ დისკუსიაზე მისვლა 1 დღით ადრე გადაიფიქრა

კომენტარები