გოცირიძე: ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არიან მთავრობის ტყვეები

ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არიან მთავრობის ტყვეები. ფაქტობრივად, შედგება თუ არა კომიტეტის სხდომა, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ანუ ამ ქვეყნად არ არსებობს არც პარლამენტი, არც მისი რეგლამენტი, არც კომიტეტი. მიუხედავად იმისა, გამოცხადდება, თუ არა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს სხდომა არ უნდა ჩაიშალოს. ეს არის TBC ბანკსა და ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მიჩქმალვისა და სიმართლის ართქმის მცდელობა 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც 26 თებერვალს პარლამენტში TBC ბანკის ირგვლივ დაგეგმილ დისკუსიაზე მისვლა 1 დღით ადრე გადაიფიქრა

კომენტარები