დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ქანთარია: არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო"

სასიამოვნო პროცესები არ მიდის, მაგრამ არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, "მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო", თუმცა არც ბევრი აკლია. მე ბევრჯერ მქონდა გასვლის აზრი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ განმიცხადებია, რომ ვტოვებ პარტიას. იყო ვერსია, რომ ვინც ხმა მივეცით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, თითქოს ავტომატურად უნდა აგვეღო გარკვეული პასუხისმგებლობა. გუნდიდან ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას, ყოველ შემთხვევაში - ჩემში. ამის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი საუბრების მერე გამიჩნდა რწმენა, რომ ახლა თანადგომა გაცილებით მეტადაა საჭირო, ვიდრე მაშინ, როცა ის დაბრუნდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

კომენტარები