თიბისი ბანკის საქმე

მათიკაშვილი: როცა ერთი ბანკის ქეისს საჯაროდ გაარჩევენ, სხვაც პარლამენტში განხილვას მოითხოვს

დიახ, საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც არის პოლიტიკასთან დაკავშირებული და განზოგადებულ წესებთან, რაც ეხება რეგულაციებს, რაც ეხება ლარის კურსს, რაც ეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, რაც ეხება ყველა იმ წესს, რომელიც არის ზოგადი ქვეყნისთვის და რაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ღიად და საჯაროდ უნდა უყოს განხილული და ამაში ორი აზრი არ არსებობს. სწორედ ამიტომ არსებობს დაბარების მექანიზმი, შესაბამისად, კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის.

არის მეორე საკითხი, კონკრეტული ქეისი, კონკრეტული კომერციული ბანკი და რეგულატორი ერთ სიბრტყეში, საჯარო მოსმენა... ამისი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ეს შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა ან დაიფაროს, ან დაიმალოს, ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. არსებობს სხვა ფორმატები ამისთვის, მაგრამ მე ინსტიტუციაზე გელაპარაკებით კოლეგებო, როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი წამოდგება, არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამართლოში აღარ გაასაჩივრებს და იტყვის, წამოდით, პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო. ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ასეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინსტიტუტს და ჩვენ ინსტიტუციურად უნდა ვიაზროვნოთ პირველ რიგში.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", დავით მათიკაშვილი თიბისი ბანკის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის ფორმატის შესახებ საუბრობს.

კომენტარები