ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი

დღევანდელი მსჯელობა, მე მგონი, სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ განმარტება გაგვეკეთებინა და დაწყნარებულიყო ეს აჟიოტაჟი, მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს გაერკვიათ, რა მოხდა რეალურად... მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, შეიძლება, ითქვას. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები