ხოშტარია: ხაზარაძეს, რომელიც კრიმინალად გამოიყვანეს, 2 საათი ცირკისთვის აყურებინეს

ეს ბიძინა [ივანიშვილი] უბრალოდ ნაკუწებად ამსხვრევს სახელმწიფოს და ადამიანის ღირსებას ერთად. ვითომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ: ჯერ ეროვნულმა ბანკმა არ მოვალო, მერე რადგან მამუკა ხაზარაძე მოდიოდა, იმსჯელეს სასახლეში, ყურით მოიყვანეს გამწვანებული კაცი, მერე დაავალეს კითხვები არ იყოსო. ემანდ რამე არ არეულიყო. ზონდერ დეპუტატები მდინარაძე-თალაკვაძე-მათიკაშვილი (იქვე კუთხეში ზარდიაშვილი) დასვეს ცინიკური ტექსტებით. ხაზარაძეს, რომელიც კრიმინალად განოიყვანეს, ორი საათის განმავლობაში აყურებინეს ცირკს და მორჩა კრება, წადითო.

ეროვნული ბანკი ხომ დააზიანეს, გვენეტაძე ხომ გაანადგურეს, პარლამენტი ხომ დააზიანეს, ოდნავ წესიერი წევრები გაანადგურეს, ბანკი დააზიანეს

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე დარგობრივი კომიტეტის სხდომის ჩაშლას ეხმიანება, რომელზეც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ. სხდომა ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნითა და კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჩაიშალა

კომენტარები