დიმიტრი გვრიტიშვილი

გვრიტიშვილი: მე და მურუსიძემ იმდენ ზეწოლას გავუძელით, ამასაც ღირსეულად გავუმკლავდებით

რამდენიმე ადვოკატმა წამოიწყო პროვოკაციული კამპანია "აიცილე ლევან მურუსიძე“ - სასამართლო სხდომებზე ხდება შუამდგომლობის განცხადება მისი აცილების თაობაზე. ეს კამპანიაც არის იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ.

ადვოკატები განაგრძობენ თავდასხმას სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ახლა უკვე ამ ფორმით, როგორც ჩანს.

ანა დოლიძეს და მავანთ ჰგონიათ - ამით "დისკომფორტს" შეუქმნიან ლევანს.

ეს ხომ მიამიტობაა: ლევანმა, ჩვენ უკვე იმდენნაირ ზეწოლას გავუძელით პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობოებისგან და ადვოკატებისგანაც, ამასაც ღირსეულად გავუმკლავდებით, ისე, რომ ადვოკატების ამგვარი პროვოკაციის გამო ერთი მისხალით არ დაზარალდება მხარეთა უფლებები! მგონია, რომ სახეზეა აცილების პროცესუალური ინსტიტუტის ბოროტად, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად გამოყენება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე წერს.

კომენტარები