თამაზ ახობაძის საქმე

ხოშტარია: თამაზ ახობაძე არ უნდა იყოს მარტო

თამაზ ახობაძე, რომელმაც მოიგო სასამართლო და წესით სახლში უნდა ზეიმობდეს სამართალს (კანონი ესე ამბობს, თეა წულუკიანი სხვანაირად), ამ წამს ზის მარტო იუსტიციის სამინისტროს წინ და იწყებს შიმშილობას. წყალი გაქვს-თქო? და რავიცი არა, დავლიე ბევრიო. ხო არ გცივა-თქო. ჯერ არაო. არც გამოცდილება აქვს ამ ყველაფრის, არც პიარი დაუგეგმია, არც წყალზე უფიქრია, არც სითბოზე და არც არაფერზე. გამოვიდა და დაჯდა, იმიტომ რომ უსამართლობას ვერ ეგუება. ეს ადამიანი არ უნდა იყოს მარტო!

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულ თამაზ ახობაძეზე, რომელმაც უზენაეს სასამართლოში ორჯერ მოიგო თეა წულუკიანის უწყების წინააღმდეგ საქმე. მან დღეს იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები