ზოიძე: 115-კაციანი უმრავლესობის დაშლა, დამერწმუნეთ, ადვილი არ არის

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ თემას, როგორიცაა სასამართლო რეფორმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა დაიშლება ან რაღაც მოხდება, არა. 115-კაციანი უმრავლესობის დაშლა, დამერწმუნეთ, ადვილი არ არის. შესაბამისად, უმრავლესობის უამრავი წევრი იმავე პოზიციაზე დგას, რაზეც იდგა. სანამ ღირებულებითი სხვაობა არ გამოჩნდება, მანამდე ასეთი დაშლა არ იქნება. ჩემი აზრით, ჩვენს უმეტეს წევრს აქვს მხოლოდ მიდგომებში განსხვავება, თუ როგორ აღვასრულოთ ეს ღირებულებები და ფასეულობები. თორემ არა იმაში, რომ თვითონ ფასეულობითი განსხვავება არსებობს. დაშლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფასეულობითი განსხვავებები იქნება. 

საპარლამენტო უმრავლების წევრი აკაკი ზოიძე, უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის შესახებ.

კომენტარები