არჩილ თალაკვაძის პოეზია

თალაკვაძე: მართლა არ ვიცოდი თუ ლექსების წერა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო

მოკლედ გიპასუხებთ, არ მგონია, საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდებოდეს, რაც ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემი 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე, 8 წელზე მეტია ეს არის განთავსებული ინტერნეტში, ლიტერატურულ პორტალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ეს წიგნი არის დაცული. ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იშოვება პირველ რიგში ბიბლიოთეკაში, სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე და გამიკვირდა.

რაც შეეხება პოეზიას, არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა, ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო და ეს ორი დღე, სამწუხაროდ, ეს საოცარი აჟიოტაჟი ვნახეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები