ქანთარია: მგონია, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უფრო საჭირო ვარ ბიძინა ივანიშვილისთვის

როდესაც მქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, გამიჩნდა რწმენა, რომ სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. მან კონკრეტულად ისაუბრა, თუმცა ჩემგან არ იქნება სწორი ახლა რაღაც სიღრმეებში ჩავიდე. თვითონ უნდა თქვას, იტყვის ან დავინახავთ ყველანი ერთად. წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება რა თქმა უნდა ძალაშია. არის კულტურასთან დაკავშირებული საკითხებიც, რომელიც ყველას საწუხარია და ვფიქრობ ამაშიც მექნება თანადგომა. მგონია, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, უფრო საჭირო ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ იმისთვის, რისთვისაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა. 

ნუკრი ქანთარია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“

კომენტარები