საპენსიო სააგენტო

კაპანაძე: საპენსიო სააგენტო, რომელსაც ჯერ არ დაუბანდებია თანხა, 1 მილიონ ლარს ხარჯავს პიარში

საპენსიო სააგენტო, რომელსაც ჩვენთვის წართმეული ე.წ. დაგროვებითი პენსიისთვის თანხების მენეჯმენტი ევალება და რომელსაც ჯერ შეგროვებული თანხა არც კი დაუბანდებია, თითქმის 1 მილიონ ლარს დახარჯავს დაგროვებითი პენსიის პოპულარიზაციაში. ანეკდოტია, არა?

ანუ, ეს სააგენტო და მისი თხუთმეტ ათასლარიანი ხელფასის მქონე დირექტორი 350 პენსიონერის ერთი წლის პენსიას ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს, რომ დღეს ჩვენთვის წართმეული ფული 30 წლის შემდეგ დაგვიბრუნდება სარფიანად.

მერე რა, რომ დაგროვებითი პენსიის სქემით 40 წლის მასწავლებელ ქალს რომელსაც 500 ლარი აქვს ხელფასი მხოლოდ 85 ლარის პენსია მოუწევს.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე facebook-ზე. საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს და შესყიდვების სააგენტოსგან ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას ელოდება.

კომენტარები