მიხეილ სააკაშვილი

მინდიაშვილი სააკაშვილის გენეტიკურ ტესტზე: რასიზმისა და ნაციზმის საფუძველი სხვა არაფერი იყო

სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილის ეს 99 პროცენტი არის უკიდურესად სახიფათო ამბავი, შეუდარებლად სახიფათო იმაზე, რაც ამასწინათ მარიამ ჯაშმა თქვა აზერბაიჯანლებზე. მით უფრო, რომ აღმოჩნდა, "ტესტირება" სრულიად სერიოზული და მიზანმიმართული, კონკრეტული პოლიტიკური ქვეტექსტით განპირობებული და შედეგზე ორიენტირებული "ანალიზი" ყოფილა. თუ აქამდე სააკაშვილი მხოლოდ ქსენოფობი იყო, ამ ტესტით, მან, ფაქტობრივად, რასიზმი, ნაციზმი, ეთნიკური და რასობრივი უპირატესობა შეიტანა თავისი პოლიტიკური ბრძოლის არსენალში - თქვა, რომ აი, ასე შეიძლება უფრიალონ პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ეს "გენეტიკური კოდები", შეურყვნელი იდენტობები, ეს სუფთა სისხლის ქართველობა და მართლმადიდებლობა რა, საქართველოს მოქალაქე 99 პროცენტიან სომეხზე, ებრაელზე, აზერბაიჯანელზე ამტკიცებს ამით პოლიტიკურ ან სოციალურ უპირატესობას? გესმით ეს რას ნიშნავს? რასიზმისა და ნაციზმის საფუძველი სხვა არაფერი იყო და გულწრფელად მეცოდება, ვისაც ეს სასაცილოდ არ ყოფნის, ან ვინც ცდილობს ამ ნაბიჯის გაპრავებას იმით, რომ, აი, თურმე ობამამაც ჩაიტარა და გენეტიკურად შავკანიანი არ აღმოჩნდა.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 17 თებერვალს დაწერა, რომ გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. "წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი.",- დაწერა სააკაშვილმა.

კომენტარები