მეუფე იაკობი უკრაინის ავტოკეფალიაზე: სინოდის უმეტესი წევრებისგან თანაგრძნობა აქვთ

რუსი მაინც ისე გვიყურებს, ეტყობა საბჭოთა კავშირიდან გამოყვა, თითქოს გუბერნია ვიყოთ მაგათი ისევ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ გუბერნია კი არ ვართ, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ერი ვართ, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ეგ უნდა ვაჩვენოთ ყველას. უბრალოდ დავფიქრდეთ რა, პასუხი რა იქნება და მივიღოთ ლოგიკურად ისეთი გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია არ დავაზარალოთ და უკრაინელი ხალხიც მარტო არ დავტოვოთ. შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ. უბრალოდ, დროის საკითხია. მაგაზე დაჩქარება არ იქნება, იმიტომ რომ გადახედონ მსოფლიო ისტორიას და უცბად ვინ ვის სცნობს? ეს პროცესი დაიწყო უბრალოდ, მსოფლიო პატრიარქს უკვე შეუძლია ძალის პოზიციიდან ილაპარაკოს რუსეთის პატრიარქს. ერთიც საკმარისია რომ აღიარა, მაგან რომ აღიარა, აღიარებულია უკვე. ამაში პრობლემა არ არის. აწი რომ წავა ჭიდილი, კარგად ვიცით, რომელი მხარეები ებრძვიან ერთმანეთს

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან 6 იანვარს მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები