სააკაშვილთან შეხვედრა რომში

სააკაშვილი ანაკლიის პორტზე: აქ მე ვაშენებდი ახალ სოხუმს

როდესაც ეს იდეა [ანაკლიის პორტის] გამოვაცხადეთ და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამის მშენებლობა, ნუ დიდ ნაწილი, საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო, ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩათვალა, რომ ეს გაგიჟდა, ხელისუფლებამ თავში დაარტყა, მეგალომანიაკია, გიჟია. ეს მე იმაზე არ ვლაპარაკობ ივანიშვილის პროპაგანდა რას აკეთებდა რუსული. ჩვენი თანამებრძოლები ვინც მე მიყვარს და ვმეგობრობ ზოგი გულში და ზოგი ღიად ამას ამბობდა. სინამდვილეში არის ძალიან მარტივი რაღაცა. საქართველოს სჭირდება დიდი გარღვევა იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგეთ წარმოუდგენელი რაოდენობის დრო. მოდით დავიწყოთ მშენებლობა. ჯერ დავარქვით, რომ ანაკლიის განვითარება დავიწყოთ. ანაკლიაში თავიდან ჩემი იდეა იყო ეს. იცით, ბევრი სხვადასხვა რამეებიდან ვიღებ იდეებს. ჩვენ გვაქვს აფხაზეთი სადაც ჯერ ჯერობით ვერ ვაკონტროლებთ. მოსახლეობისგან დაცლილია, მაგრამ რაღაც ნაწილი სოხუმში და იქით ცხოვრობს. აქ ჩვენ ვაშენებდით ახალ სოხუმს. აქ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, ახლა ბაყაყები დგანან, წყალია ჩამდგარი, სამი სართული ამოყვანილი იყო, სასტუმრო აფხაზეთის რომელიც იყო სოხუმის სიმბოლო, ზუსტ ასლს. 4-5 ვარსკვლავიანს, თანამედროვეს...

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში, ქალაქ რომში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს თქვა.

კომენტარები