ხაზარაძე: ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, რადგან ხმამაღლა ვამბობ სიმართლეს

ამ მდგომარეობაში, მე მირჩევნია, მოვიდნენ ჩემთან და მითხრან - "იცი რა, ზედმეტი ხარ აქ", მაგრამ ამ ქვეყნიდან მე არ წავალ, პირდაპირ გეუბნებით, არსად არ წავალ, იმიტომ, რომ 27 წელი მე, ბადრიმ და ჩემმა გუნდმა, 10 000-მა კაცმა, შევალიეთ აქაურობას და იმიტომ, რომ აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ესე გვჯერა ჩვენ. მე იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ დაეხმაროთ არამარტო მამუკა ხაზარაძეს, კომპლიმენტი, რომ "ვწუხვარ ამ მდგომარეობის გამო"... ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში მე არ ვყოფილვარ, რადგან ვამბობ სიმართლეს, ხმამაღლა ვამბობ სიმართლეს, არ ვეუბნები ჩემი გუნდის წევრებს და არ ვლაპარაკობ კულისებში, ამიტომ მე არ მაინტერესებს, როგორც ბიზნესმენს, ან 0-ები ანგარიშზე ან მოგება თუ არ იქნება თავისუფლება

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები