ბავშვთა უფლებების კოდექსი

ბაღათურია: ის ცოდვა რაც საქართველოში ტრიალებს, საერთოდ როგორ ვარსებობთ, გასაკვირია

რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ყველამ ერთად და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ბავშვთა უფლებებზე, მაშინ როდესაც ბავშვის უზენაესი უფლება, სიცოცხლის უფლება და მისი სოციალური უფლება არ არის დაცული. ეს იქნება ყოველთვის პროკლამაცია. ბავშვს დაბადებამდეც აქვს უფლება რომ ის იყოს ცოცხალი, ის არის ბავშვი. გამოქვაბულის დროინდელი ადამიანი რომ არ იკადრებს და ქართველები შუა საუკუნეებში ამას არ აკეთებდნენ. ჩვენ ვხოცავთ ჩვენ შვილებს, იმისთვის რომ ის არის ქალი, მანამ სანამ დაიბადება. ის ცოდვა რაც საქართველოში ტრიალებს, ჩვენ საერთოდ როგორ ვარსებობთ კიდევ ესეც გასაკვირია. მოწინავე ერი ვართ საკუთარი შვილების დახოცვაში, იმიტომ რომ ის გოგოდ იბადება. 

ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ბავშვთა უფლებების კოდექსს განიხილავენ.

კომენტარები