ვოლსკი აბაშიძის მოსმენაზე: პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი, ხანდახან ვრცელიც კი

ვიღაცას ეჩვენება, რომ ეს [კომიტეტის სხდომა, სადაც ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ] არ უნდა იყოს დახურულ ფორმატში. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. პასუხები იყო ძალიან საინტერესო, ამომწურავი. ზოგგან ხანდახან ვრცელიც კი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის მასალა, რომელსაც იღებს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, თუნდაც ხელისუფლება სტრატეგიული შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. ოპოზიციისთვის ეს, როგორც ყოველთვის, არის ტრიბუნა, სადაც შეუძლიათ იქილიკონ, იჩხუბონ, ყურადღება მიიქციონ, შოუ დადგან პოლიტიკური, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო განხილვა, მათ შორის დახურულ ფორმატში

ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, ეს განცხადება საგარეო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. სხდომაზე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნით და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად დაიხურა, რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, უსმენდნენ
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები