გახარია ხაზარაძის განცხადებაზე: დიდი სიამოვნებით მივალ ამ საქმის გამო პარლამენტში

ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. 

მე ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არ ვეკონტაქტებოდი. ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. წერტილი. 

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეს კომენტარი TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებაზე გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას გახარიამ მუქარის წერილი მიწერა

კომენტარები