გოცირიძე: მოვითხოვეთ გახარიას გადადგომა, სასწრაფოდ უნდა აღიძრას საქმე მის წინააღმდეგ

დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მართავენ არა ოფიციალური ინსტიტუტები, არამედ ყაჩაღები. სხვანაირად ვერ ვუწოდებ იმ უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტს, რასაც ჩადის საქართველოს მთავრობა, რაც ჩაიდინა შინაგან საქმეთა მინისტრმა. არსებობს დოკუმენტები და სულ მალე ამას, ალბათ, ვიხილავთ. ამიტომაც პირველ რიგში ჩვენ მოვითხოვეთ მისი გადადგომა და სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ საქმე პროკურატურაში

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებების შესახებ. ხაზარაძემ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

კომენტარები