მდინარაძე ხაზარაძეზე: ახალი თემის შემოტანით მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა

სამწუხაროა, რომ ახალი თემის შემოტანით, რომელზეც სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, დღეს რამდენიმე თემაზე პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია, რომ მომდევნო პერიოდში ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საშუალება, რომ მივიღოთ ინფორმაცია, მათ შორის, გამოძიების შედეგების მიხედვით.

როდესაც ამ განცხადების ავტორი [მამუკა ხაზარაძე] ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება, შინაარსი. როდესაც ამაზე თავს იკავებს, მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. როგორც მინიმუმ, მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა შინაარსი ან უბრალოდ წარმოედგინა ეს. აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში მან ზოგადად ისაუბრა. თუმცა კონკრეტული მითითებები, ისეთიც კი, როგორიც მან დღეს გააკეთა, მას არ გაუკეთებია პროკურატურაში და ამასთან დაკავშირებით კითხვა დამატებით იმაზეც, რატომ არ წარადგინა ასეთი წერილი პროკურატურაში, ესეც დარჩა პასუხგაუცემელი

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებების შესახებ. ხაზარაძემ თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
მოკლე ბმული: