ღარიბაშვილის დაბრუნება

ქანთარია ღარიბაშვილზე: ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს

მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება. ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

ნუკრი ქანთარია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ღარიბაშვილის ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი იქნება. ქანთარიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები