ფოფხაძე: ირაკლი თავისი ხასიათიდან გამომდინარე სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება პარტიის შიგნით

ქართულ ოცნებას სერიოზული პრობლემები აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და მარტო ე.წ ძველი თანამებრძოლების და ძველი თანაგუნდელების შენარჩუნებით ეს პრობლემა არ გადაწყდება. შეიძლება, ფორმალურად ეს ხალხი პარტიაში "დააბა" რაღაცით, დააიმედო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ გუნდის შიგნით თუ არ იქნება ელემენტარული დემოკრატია და განცდა, რომ ეს ხალხი თანამონაწილეა იმ პოლიტიკური პროცესის, რაც იქ მიდის, ეს იქნება ძალიან ფორმალური.

ფაქტია, რომ ოცნებაში პრობლემური სიტუაციაა, მე ვშიშობ, რომ ირაკლის ძალიან მძიმე ვითარება დახვდება პარტიაში და ის თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. მგონია, რომ ირაკლი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება პარტიის შიგნით

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები