მინდიაშვილი: ასავალ-დასავალი, კორკოტა და ეგეთები მუდმივად ღარიბაშვილს მისტიროდნენ

რა გამოარჩევს ღარიბაშვილის შს მინისტრობასა და პრემიერობას, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა, როგორია მისი ხელწერა? პოლიტიკური სიძულვილის მიზნამართული მობილიზაცია: ოპონენტების დევნა ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენებით, წამებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერების საჯარო ჩვენებები, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის ამ "პრასმოტრების" ორგანიზება; ყველა პრორუსულ, შავრაზმულ, მოფაშისტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი აქტიური გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - საკმარისია გავიაზროთ, რას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ასავალ-დასავალი, რეზო ამაშუკელი, კორკოტა და ეგეთები მუდმივად ღარიბაშვილს მისტიროდნენ და მის დაბრუნებას ითხოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მუდმივი დემონიზაცია, გარდა ამისა, მუსლიმთა გაუთავებელი დარბევები: ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი - ყველაფერი ეს მისი მინისტრობის ან პრემიერობისას ხდებოდა. ამ ფონზე თამაზაშვილები, თალიბანის პიროვნება და ეგეთები, უწყინარი გართობებია. ხო, კიდევ ევროკავშირთან ასოცირების პარაფირების ტორტს ამშვენებს მისი ავტოგრაფი

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

კომენტარები