ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება

სანიკიძე: ივანიშვილის პასუხი აქვს გასაცემი, თავის დროზე რატომ გაუშვა ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ჰგავს დაკარგულ კაცს ტყეში, რომელსაც ჰგონია რომ წინ მიდის და სინამდვილეში დიდ წრეზე დადის. ერთი დიდი წრე დაარტყა და მივიდა 2012 წელთან. არაფერი არ უშველის ქართულ ოცნებას. ივანიშვილის პასუხი აქვს გასაცემი თავის დროზე რატომ გაუშვა ღარიბაშვილი. მაშინ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. რაღაცა ზღაპარი მოყვა, რომლის შინაარსიც თვითონაც არ ჯეროდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბუნებივია, ეს ამას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი მარტო არ მოვა, ის უნდა მოვიდეს თავისი ხალხით. 

ტვ.პირველის ეთერში დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრმა გუბაზ სანიკიძე ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ღარიბაშვილი 5 მარტს ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

კომენტარები