ოხანაშვილი: ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი და პოტენციალი, რომ გააძლიეროს პარტია

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი და პოტენციალი, რომ გააძლიეროს პარტია, განავითაროს პარტიული სტრუქტურები პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, გუნდთან ერთად. სწორედ ამაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა. ჩვენთვის ეს არის ძალინ ღირებული და ჩვენი გუნდი ბევრ სასიკეთო პროექტს შესძენს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ვინმეს დასუსტება, ვინმეს გვერდით გაწევა, ეს არის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და რამდენიმე ტელევიზია ქმნიან, თუმცა ეს არის აბსურდი და არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ოხანაშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები