ადვოკატი: რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს ხაზარაძეს, რომ ხელმოუწერელ წერილზე ილაპარაკოს

ორი ალბათობა გვაქვს - მამუკა ხაზარაძეს ან არ მიუღია ეს წერილი, ან მიიღო. 

არმიღების შემთხვევაში, რა ლოგიკა უნდა ჰქონდეს მამუკა ხაზარაძეს, რომ იმ წერილზე დაიწყოს ლაპარაკი, რომელიც არ არის ხელმოწერილი და წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენოს თავი? 

და მეორე ლოგიკა - ხომ არ გვაქვს საქმე სიმართლესთან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ არ დაფარა და თქვა ის, რაც იყო. რომ ეთქვა, რომ არა, წერილის ფორმით არ გამოუგზავნია და შემომითვალესო, რა შეიცვლებოდა? თუ ვინმესთვის დაბრალება უნდოდა. მაშინ ეს სიტუაცია არ გამოჩნდებოდა დღეს და ვიღაცას არგუმენტები არ გაუჩნდებოდა ხელმოწერილ წერილზე

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, ადვოკატი ზვიად კორძაძე. ის ტვ პირველის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის, კითხვას პასუხობს, იყვნენ თუ არა მზად იმისთვის, რომ წერილი შესაძლოა მათ წინააღმდეგ შეტრიალებულიყო დაუმტკიცებლობის შემთხვევაში. ხაზარაძემ 4 მარტს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა. წერილის ასლი ხაზარაძემ 5 მარტს საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მიიტანა. 6 მარტს კი პროკურატურამ წერილი გაასაჯაროვა და თქვა, რომ მასზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო და "ამის დაწერა ყველას შეეძლო".

კომენტარები