უდუმაშვილი: წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას. პირველ რიგში, ჩვენ აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლებისა და ამ პროკურატურის პირობებში მოხდება ამ საქმის გამოძიება. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშშვილი tbc ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის შესახებ.

კომენტარები