მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: არეულ დროებაში, ტურბულენტურ სამყაროში ევროპული დონის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია

როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდობას შეექმნება საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და სხვა სოციალური კატაკლიზმები, გაქრებიან რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი  განათლებული, განსწავლული და განვითარებული საზოგადოებისთვის. დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ, სწრაფად ცვალებად და, ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნაა

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ამის შესახებ თავისი ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარდგენის დროს ისაუბრა. ბახტაძის ინიციატივა გულისხმობს, რომ განათლების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზარდოს, ხოლო 2022 წლისთვის მთლიადი შიდა პროდუქტის 6%-ს შეადგენდეს

კომენტარები