ქადაგიძე: დეტალები არ მახსოვს, თუმცა რეგულატორის ყველა მოთხოვნა კანონიერი იქნებოდა

მე კონკრეტული დეტალები, ცხადია, არ მახსენდება, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რეგულატორის (იქნებოდა ეს ეროვნული ბანკი თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო) მიერ ყველა მოთხოვნა და ქმედება და სადამსჯელო მოთხოვნა იქნებოდა კანონთან სრულ შესაბამისობაში. მე, მიუხედავად იმისა, ამ საქმის საქმის მოთხოვნა რა ხანდაზმულობისაა და რა ვადისაა, ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის ან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში. ყველა საკითხზე სრულად პასუხისმგებელი ვარ მე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს TBC ბანკთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. TBC ბანკის სადავო ტრანზაქციის დროს ქადაგიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები