თალაკვაძე წერილზე: გახარიაზე აქცენტის გაკეთების საფუძველი არ გაქვთ, ის ბიზნესომბუდსმენი იყო

გახარიაზე რომ მიკეთებთ აქცენტს და ამ შემთხვევაში საფუძველი ამის არ გაქვთ რეალურად. ჯერ ერთი გახარია არის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი. განათლებით და გამოცდილებით ეკონომისტი. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბიზნესის ინტერესებს, თვითონ არის ბიზნესის გამოცდილებით მოსული, თქვენ ახლა მე მეუბნებით, რას? რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შესაძლოა, ის იყოს დაკავშირებული ამ ამბავთან? ადამიანებს, რომლებიც ამდენ მილიონიან ბანკს მართავდნენ, შეიძლებოდა, რომ დამაჯერებლად მიეღოთ წერილი, რომელსაც არ აქვს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და დაეწყოთ ამ პირობების შესრულება? შეიძლებოდა ეს? 

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე კავკასიის ეთერში პასუხობს მერაბ მეტრეველის კითხვებს. TBC ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის მეორე პუნქტიც - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ განცხადების გაკეთება - მან წერილის მიღებიდან მეორე დღესვე შეასრულა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები