რიგგარეშე არჩევნები

ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნები "ოცნების" უკანასკნელი შანსია, შეაჩეროს დეგრადაციის პროცესი

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

2007 წელს სააკაშვილის ლეგიტიმაცია კრიტიკულად დასუსტდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველა პროგნოზით, ვარდნის შეჩერება მხოლოდ არჩევნების გზით ძალაუფლების დაბრუნებას შეეძლო და მან ეს ნაბიჯი გადადგა.

დღეს გარკვეულწილად სიტუაცია ანალოგიურია. 

რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლების უკანასკნელი შანსია, შეაჩეროს დეგრადაციის პროცესი და ბოლომდე გაიტანოს თავისი მოდელი, როგორც მართლმსაჯულების, ასევე ფინანსური ნაკადების მართვის მიმართულებით.

პლუსები:

1. ჯერ კიდევ შეუძლია ორპოლუსიანი ნარატივის ნარჩენი ენერგიის გამოყენება, ე.წ. ანტი-მიშას ფაქტორით სპეკულირებით, ალტერნატული ცენტრების არარსებობის პირობებში.

2. დღის წესრიგში მაჟორიტარების შენარჩუნება. უბრალოდ ვერ მოესწრება ცვლილებები.

3. სრულიად ცხადია, რომ 2020-სთვის ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა ექნებათ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ქართული ოცნების დღევანდელი ელიტისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე სულზე უტკბესია და არც ის პოლიტიკური კლასი აქვთ, რომ ასეთი მასშტაბური თამაში წამოიწყონ. დღევანდელი კვერცხი უფრო ძვირფასია. ამ კვერცხის ამარადაც დარჩებიან....

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები