ბახტაძე: ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გახარია ენმ-სგან გამწარებულ მეწარმეებს

რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლას და ზოგადად იმ ბრალდებებს, რომელსაც მე ვისმენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მინდა ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი გითხრათ - ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მე მინდა, დავუბრუნდე ბრალდებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გიორგის წინააღმდეგ. გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი. პირადად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ ეხმარებოდა ის ყოველთვის მართლა გამწარებულ მეწარმეებს "ნაციონალური მოძრაობისგან", რომ მათ აღედგინათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა მართლა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს პირადად ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულირებელია ვიფიქრო, რომ ეს არის როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე

საქართველოს პრემიერმინისტრი ეხმაურება თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილის შესახებ. მოგვიანებით, პროკურატურამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დაკითხვაზე წარადგინა. წერილში ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები