ევროპული საქართველო

ბოკერია დავითაშვილს: 1-საათნახევარი იყო მოხსენება და მოკლეაო, ვრცელი რამდენ ხანს გრძელდება?

ბატონ მინისტრთანაც მაქვს კითხვა. ეს იყო ჩემი მოკლე მოხსენებაო, 1-საათნახევარი გრძელდებოდა მოხსენება, და ვრცელიც გაქვთ მოხსენება და რამხელაა? უბრალოდ, მაინტერესებს და რომელი სფეროები დაჩაგრეთ, დღეს რაზეც არ ისაუბრეთ და რატომ?

ახლა სერიოზული კითხვა. აქო, სოფლის მეურნეობის მიწებზეო, დიდი პროგრესი გვაქვსო, იმიტომ, რომ განჭვრეტადი გახდა ვითარებაო, ეს ბრძანეთ, ხო? ამ განჭვრეტადობაში რას გულისხმობთ? სამშობლოს რომ იცავთ "დამპყრობლებისგან", მიწის საკუთრებას, ამ განჭვრეტადობას გულისხმობდით? დამიზუსტეთ, თუ შეიძლება, რა. 

იმაზეც კი ვიხუმრე, მაგრამ მართლა მაინტერესებს, ეს თუ მოკლეა, ვრცელი მოხსენება რამხელაა და რა გამოტოვეთ

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას, სიტყვით გამოსვლა პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, მოხსენების შემდეგ

კომენტარები