ბესელია FRESCO-ს დამფუძნებელის ვიდეოზე: შინაგანად შემძრა

საბოლოო ჯამში, ბიზნესის თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლების გარანტია სასამართლოთი იქმნება ქვეყანაში. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების იმ ორი შტოს მოქმედებასაც. დღეს რომ ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის ვიდეომიმართვა გავრცელდა, მე შინაგანად შემძრა. შეიძლება ვიღაც ამაზე ქილიკობს და ხუმრობის ხასიათზე დგება, მაგრამ შინაგანად შემძრა, რადგან ეს ადამიანი თავისი უფლების გასარკვევად ისევ სასამართლოში უნდა მივიდეს. ვისთან ვუშვებთ ჩვენ, მეთოფიშვილთან? ადამიანთან, რომელიც სიმბოლოა დღეს უვადოდ დანიშნული უსამართლობის. ეს ასე ცალკე აღებული ერთი თემა კი არ არის, ეს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში ყველაფერს.

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, TV პირველის ეთერში საუბრობს ფრესკოს დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაზე. ვიდეოში ვასილ სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ.
მოკლე ბმული: