ზვიად კვაჭანტირაძე

კვაჭანტირაძე: რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს ივანიშვილმა უთხრა, რომ იგი უნდა წავიდეს და იგი წავიდა

მე ვისურვებდი, რომ ირაკლი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში გაცილებით ადრე, ან საერთოდ არ წასულიყო თავის დროზე. ეს უფრო მეტ მდგრადობას შეუნარჩუნებდა ქართულ ოცნებას. ახლა თვითონ რომ გვისვამს შეკითხვას, რატომ მიდიხართ, სად მიდის ეს ხალხი, ჩვენც გაგვიჩნდა თავის დროზე ეს შეკითხვა, როცა ის წავიდა ისე, რომ არავისთვის ახსნა არ მიუცია. მე პირადად ვიყავი შოკირებული. იყო ღონისძიება თბილისის საკრებულოს შენობაში, რომელიც ირაკლიმ წარმართა და საღამოს გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე. რა თქმა უნდა, მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ იგი უნდა წავიდეს და იგი წავიდა. მაგრამ დღეს ეს არაფერ შუაშია.

როდესაც ირაკლი გადადგა და წავიდა, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერს, გაგეცინებათ და მესიჯებზე დაყრდნობით, გამახმოვანებინეს ამბავი, რომ ირაკლი არათუ პრემიერმინისტრობიდან წავიდა, იგი საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან, პარტიიდან, ყველაფრიდან წავიდა. მე გავაკეთე მაშინ ეს განცხადება და მჯეროდა, რომ ეს ასე იყო.

პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ TV პირველის ეთერში საუბრობს.

კომენტარები