ხორავას ქუჩის საქმე

ბოკუჩავა: სუბელიანის 1-წლიანი პატიმრობა ხელისუფლებასთან გარიგების ნაწილია

თქვენ თუ გახსოვთ, იმ ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, მირზა სუბელიანი ძალიან ღიად საუბრობდა იმაზე, რომ მისი ციხეში ყოფნა ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული იყო, მას, დაახლოებით, 1 წელი მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა და შემდგომ გარიგება იყო იმგვარი, რომ ის ისევ გამოვიდოდა თავისუფლებაზე. სავარაუდოდ, ახლა სწორედ ამას ვიხილავთ, ამ წინასწარ შეთანხმებული გარიგების შესრულებას და ესეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამხელს დანაშაულებრივ რეჟიმს, რომ ერთად მოქმედებდნენ სხვადასხვა უწყებები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ტვ პირველთან საუბრობს მირზა სუბელიანზე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მარტს 1 წელი და 1 თვე მიუსაჯა. სუბელიანს სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.

კომენტარები