ხორავას ქუჩის საქმე

ხოშტარია: სუბელიანი ციხეში შესაბამისი ბრალდებით არ ზის, მისი პატიმრობა გარიგების ნაწილია

ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიიდან, საგამოძიებო კომისიამდეც, მირზა სუბელიანის, პროკურატურის ქმედებები, შემდეგ, როგორც მოიქცა მირზა სუბელიანი საგამოძიებო კომისიაში, როდესაც მოიტყუა. როგორ იქცეოდა პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ხელს აფარებდა მირზა სუბელიანს და მერე იმ ჩანაწერებში, რაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად ნათელი სურათია, რომ მირზა სუბელიანი გაურიგდა პროკურატურას, რომ მისი ახლობლისთვის უწყებას ხელი დაეფარებინა და ის ამისთვის ჩაჯდა 1 წელი ციხეში. ზუსტად ამ სცენარით ვითარდება ყველაფერი. ის ზის არა იმ ბრალდებით, რომელიც მას ეკუთვნის. არა გამოძიებაში ჩარევით, არა ხელის დაფარებით, არამედ ვითომ შეუტყობინებლობის ბრალდებით. და ეს იყო იმ გარიგების ნაწილი, რომელსაც ახლა ხელისუფლება ასრულებს, გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი მკაფიო ფაქტებით და არგუმენტებით დასაბუთებულ დანაშაულებებზე დასაჯოს კონკრეტული პირები

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, ამის შესახებ ტვ პირველისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.

კომენტარები