ხაზარაძე: წერილს, სადაც რევანშიზმის საფრთხეზე ვამბობ, დღესაც ხელს ვაწერ, გულწრფელი ვიყავი

იმ წერილს [სადაც რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს] დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა. იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა "ნაციონალების" დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ

თიბისი ბანკის დამფუნებელი მამუკა ხაზარაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, არჩევნების მეორე ტურის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ იმ წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო, სამიდან ერთერთი დირექტივა სწორედ მამუკა ხაზარაძის მხრიდან განცხადების გაკეთებას ეხება - " "მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში". მამუკა ხაზარაძის თქმით, მეორე ტურის წინ განცხადება მუქარის გამო გააკეთა.

კომენტარები