ხაზარაძე: ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა

იმ წერილს [სადაც რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს] დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა. იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა "ნაციონალების" დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე. სააკაშვილი ამბობდა, რომ ბანკები ანტიეროვნულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებენ და ხაზარაძე ივანიშვილთან არის შეკრული. ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, "ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები