ლადო აფხაზავა

აფხაზავა: სოციალურ ქსელში ადამიანები თუ რაღაცას გაკადრებენ, უნდა აიტანო

მილიონი დოლარი... ნუ, ჯერ არ მომიგია და უკვე იმდენჯერ დავხარჯე. რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო კუთხით [დავხარჯავ]. შეიძლება, რაღაც კრიტიკული აზროვნების სკოლა, ან ინოვაციების და კრიტიკული აზროვნების სკოლა, შეიძლება, ვთქვათ, გურიაშიც... არ ვფიქრობ იმას, რომ აგრესია წამოვა და მერე... მე თუ დავისახე, აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, რაც არ უნდა დაბრკოლებები შემხვდეს, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაბრკოლებები მქონდა... 

... ამიტომ ახლა მე სოციალურ ქსელში ან თუნდაც ადამიანები რაღაცას გაკადრებენ, ეს ნამდვილად უნდა აიტანო. დავხარჯავ ამ თანხას იმაში, რომ აი, საგანმანათლებლო რესურსები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლებისთვის, რესურსი როცა დამჭირვებია სკოლაში, არ მქონდა. ამიტომაც, ხელთ არსებულ რესურსებს ვიყენებდი. ამიტომ შემოვიდა ჩემს გაკვეთილებზე ჯოხი, კომბოსტო, ლიმონი და ისეთი რაღაცები, რაც მეხმარებოდა, უფრო კარგად გააზრებაში

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ტაბულას გადაცემაში - მძიმე კაცთან, კითხვაზე, მოგების შემთხვევაში, რაში დახარჯავს 1 მლნ დოლარს.

კომენტარები