ხუხაშვილი მუქარის წერილზე: ამ "ენკი ბენკითი" ადასტურებენ, რომ წერილი მართლა იყო

მე შეიძლება ძალიან არ მინდა გახარიაზე ეს [მუქარის წერილის გაგზავნა]დავიჯერო, რადგან გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ ხელისუფლების წარმოამდგენლებზე და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გახარიაა. ნათელი წერტილივით არის ხომ?! რაღაცა თამასა მაინც დაიჭირა ირგვლივ სრულ სიბრიყვეში, მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს სიტყვა სიტყვის წინააღმდეგ. მჯერა-არ მჯერათი არ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება იმით განსხვავდება ჩვენგან, რომ მას არ აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუფუნება, ხელისუფლებაზეა ყოველთვის მტკიცების ტვირთი. როცა ასეთი ბრალდება ისმის, ვალდებულია, კი არ იქილიკოს, "ენკი ბენკი" და სისულელეები კი არ იძახოს, რადგან ამ "ენკი ბენკითი" ადასტურებენ რომ წერილი მართლა იყო

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი. ის დედაქალაქის მერის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე თქვა : "ალბათ მომავალში "ენკი-ბენკიზეც" იქნება საუბარი. ამიტომ ვიმეორებ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საკითხს." "თიბისი ბანკის" დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას წერილი გადასცა, რომელიც ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან მიიღო.

კომენტარები