ქართული ოცნება

კახიანი წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე: მინისტრს პარლამენტთან არანაირი უთანხმოება არ აქვს

უბრალოდ მან ისაუბრა რომ არსებობს გარკვეული საკითხი, რომლის გარშემოც მიმდინარეობს დისკუსია, ის რაც ეხება იუსტიციის სამინისტროს. საპარლამენტო გუნდთან არანაირი უთანხმოება არ არსებობს იუსტიციის მინისტრის. ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას სამინისტროსთან. 

ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარ გიორგი კახიანი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს. 

კომენტარები